ანონსი
"კონსტიტუცია ყველასია" - კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ეწვევა
FaceBook
კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა   ქუთაისში გაიმართება.
საჯარო შეხვედრა 6 აპრილს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყობა. 

კონსტიტუციის რეფორმაზე გიორგი მარგველაშვილი  სამოქალქო სექტორთან და პოლიტიკურ წრეებთან ერთად იმსჯელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციტივით, კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" მიმდინარე წლის 13 მარტიდან ხორციელდება.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ეტაპობრივად ხვდება. 

კამპანიის მიზანია, კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობის გაზრდა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული კამპანიით მთელ საქართველოს შემოივლის.
Print