ანონსი
ქუთაისში 5 აპრილს ელექტროენერგია 1 800 აბონენტს შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 5 აპრილს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ფიდერის N92 დაახლოებით 1800 მომხმარებელს ქ. ქუთაისში რუსთაველის (კენტი N77-137, ლუწი N92-124), პეტრიწის, ბარათაშვილის, გველესიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებისთვის ელენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print