ანონსი
წყალტუბოს 25000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აბონენტებს 23-24 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.  
"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის ინფორმაციით, ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგურში დაგეგმილი ტესტირების გამო, მიმდინარე წლის 23 მარტის 23:00 საათიდან 24 მარტის 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება, დაახლოებით 25000 აბონენტს ქალაქ წყალტუბოში და მიმდებარე სოფლებში, ამბროლაურის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში, ეტაპობრივად შეუწყდებათ. ძაბვა არ მიეწოდება აგრეთვე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. ტესტირების პროცესში გამანაწილებელ ქსელში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ძაბვის ცვალებადობას.
Print