ანონსი
საქველმოქმედო კონცერტი 16 წლის მოჭადრაკის დასახმარებლად მესხიშვილის თეატრში
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კონცერტი 16 წლის წარმატებული მოჭადრაკის (მრავლგზის საქართველოს ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი) თეა ჭოლაძის დასახმარებლად ხორციელდება.

თეა ჭოლაძეს სისხლში ვირუსული ბაქტერიის არსებობამ იმუნური სისტემა მოუშალა,დაავადებამ გამოიწვია ლიმფური ჯირკვლების გაზრდა, კანზე აღენიშნება გემატომური ტალები და პერიოდულა ეთიშება კიდურები, რის გამოც ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

საქველმოქმედო კონცერტი  17 მარტს 18:00 საათზე გაიმართება.
Print