ანონსი
"სხვა საქართველო" - კლუბი "თეთნულდი" ქუთაისში ფოტოგამოფენას გამართავს
FaceBook
"თიბისი" გალერეაში მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდის" ფოტოგამოფენა "სხვა საქართველო" გაიმართება.

საგამოფენო სივრცე კლუბის ირანში მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს დაეთმობა.

მათ ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ექსპედიციის ფარგლებში მწვერვალი"შაჰანკუჰი" დალაშქრეს, რომელიც ზღვის დონიდან 4040 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.

კლუბი "თეთნულდი" საქართველოდან პირველია, ვინც ზამთარის რთულ პირობებში მწვერვალზე ასვლა განახორციელა.

ექსპედიცია მწვერვალ "მთაციხეზე" ასვლით და მარანჯაბის უდაბნოში მოგზაურობით დასრულდა.

მთამსვლელთა და მოგზართა კლუბი "თეთნულდის" ფოტოგამოფენა მიმდინარე წლის 16 მარტს 17:00 სთ-ზე შედგება.

Print