ანონსი
6 მარტს „ნიღბების თეატრში“ პრემიერა გაიმართება
FaceBook
ქუთაისის "ნიღბების თეატრში"  სპქტაკლის „ბერიკაობა“ პრემიერას წარმოადგენენ. 

სპექტაკლს სულხან-საბა ორბელიანისა და ივანე კრილოვის იგავების მიხედვით რეჟისორი დავით ჯიშკარიანი განახოციელებს. დავით ჯიშკარიანი ადაფტირებული პიესის ავტორიცაა.

როგორც დავით ჯიშკარიანი სპექტაკლის შესახებ აღნიშნავს, "ბერიკაობა" მუსიკალური იქნება. "სპექტაკლში ქართულ-ხალხურ მუსიკასა და სიმღერებს გამოვიყენებთ", - ამბობს დავით ჯიშკარიანი.

„ბერიკაობაში“ 6 მსახიობი იქნება დაკავებული.

სპექტაკლი 17 საათზე დაიწყება. 

სპექტაკლის ავტორებმა „ბერიკაობა“ დედის დღეს  მიუძღვნეს. სპექტაკლს  მრავალშვილიანი დედები დაესწრებიან.

Print