ანონსი
ქუთაისის მერიას ტროტუარების გაყიდვაში ადანაშაულებენ
FaceBook
"ქუთაისში ტროტუარების გაყიდვის რეკორდი მოიხსნა"


"დღევანდელი ხელისუფლების წევრები ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დემაგოგობდნენ და ტროტუარების გაყიდვაში გვადანაშაულებდნენ, თუმცა ქართული ოცნების სათავეშე მოსვლის დღიდან, ქუთაისში ტროტუარების გაყიდვის რეკორდი მოიხსნა,"- აღნიშნული ბრალდება ქუთაისის მერიის მისამართით, "ნაციონალმა" დეპუტატმა გიორგი უკლებამ გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.
ბრალდებას, ქუთაისში ტროტუარების გაყიდვის შესახებ, ქუთაისის მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ.
როგორც ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, იჯარით გაიცა ტროტუარის მონაკვეთი კიბის უჯრედის მოსაწყობად.
"წელიწადნახევრის მანძილზე ქუთაისში არცერთი ტროტუარი არ გაყიდულა, ეს აბსურდია. რამდენიმე მონაკვეთზე, სადაც მოქალაქემ ითხოვა ნებართვა კიბის უჯრედი გაეკეთებინა, მიწა იჯარით აიღო, რაც არანაირ კანონდარღვევად არ ითვლება,"- აცხადებს ბაქარ ჭეიშვილი.

ანა ჯანაშია

Print