ანონსი
მუსიკა ქარში - ქუთაისში ფილმის პრემიერა გაიმართება
FaceBook
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერს თეატრში დოკუმენტური ფილმის პრემიერა მოეწყობა.

წარმოდგენილი იქნება ფილმი "მუსიკა ქარში", რომელიც მწერალ რეზო ჭეიშვილს ეხება.

"ფილმი აღწერს რეზო ჭეიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებით გზას", - აღნიშნავს ფილმის შექმნის იდეისა და სცენარის თანაავტორი რიტა წაქაძე.

ფილმის რეჟისორია ცისკარა ფაჩულია.

სურათის ქრონომეტრაჟი საათია და ათი წუთია. 

ფილმი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა

პროექტის ღირებულება 2 950 ლარს შეადგენს.

Print