ახალი ამბები
ქუთაისში ჟურნალისტ სალომე ასათიანთან შეხვედრა გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლა, დღეს 14 თებერვალს,  ჟურნალისტ სალომე ასათიანს უმასპინძლებს.
შეხვედრა, რომლის თემა მედიის საკითხები იქნება, 16 :00 საათზე დაიწყება. 

"თემა შეირჩა სალომე ასათიანის პროფესიიდან გამომდინარე. სალომე ერთ-ერთი ჟურნალისტია ბოლო პერიოდის მანძილზე, რომლის გადაცემასაც ეტყობა, რომ ჟურნალისტი ფიქრობს თემაზე, ამზადებს და სვამს საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს ", - აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.

დასწრება თავისუფალია.
Print