ანონსი
სახელწოდებას საიდუმლოდ ვტოვებთ - პანტომიმის თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობენ
FaceBook
სპექტაკლის პრემიერას, რომლის სათაურიც უცნობი რჩება, პანტომიმის თეატრში მარტის პირველ რიცხვებში გეგმავენ.


სპექტაკლის ავტორები სათაურსა და სპეტაკლის თემაზე ინფორმაციას საიდუმლოდ ტოვებენ. "მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ სპექტაკლი ცხოვრებისეულ საკითხებს ეძღვნება", - აღნიშნა პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა ბაქარ ბაქრაძემ.

თეატრი, რომელსაც საკუთარი შენობა არ გააჩნია, ქუთაისის ოპერის თეატრში აგრძელებს რეპეტიციებს.

პანტომიმის თეატრი ქუთაისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

Print