ანონსი
„დავითობასთან“ დაკავშირებით ქუთაისში ათამდე ღონისძიება გაიმართება (პროგრამა)
FaceBook
ქუთაისის მერია, 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან  დაკავშირებით  სხვადასხვა ღონისძიებებს  განახორცილებს.   
გთავაზობთ ღინისძიებათა  პროგრამას. 

ქუთისში დავითობისადმი მიძღვნილი დღესასწაულები 09:30 საათზე დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყება.
10:30 საათზე გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ჩოხოსანთა დალოცვა და კურთხევა გელათის მონასტერში.

12:00 საათზე დაიწყება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის კონფერენცია "დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა", გელათის აკადემიაში.

12:00 საათზე ნინო ლორთქიფანიძის წიგნის "ქართული სამკაული" პრეზენტაცია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმი უმასპინძლებს.
12:30 საათზე მოეწყობა ომარ მხეიძის და 5 იუბილარი ჩოხოსნის პატივგება. გელათის აკადემიაში.

13:00 საათზე პედაგოგთა გელათის აკადემიაში მე-2 სამეცნიერო კონფერანციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
13:00 საათზე მოეწყობა საქველმოქმედო რესპუბლიკური ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ფესტივალი ,,დავითობა"", რომელსაც მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი უმასპინძლებს.

13:30 საათზე გელათის მონასტერში ფართო პროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია " პროგრესული თაობა" მიერ გაიმართება წიგნის პრეზენტაცია "ბაგრატიონთა სამეფო დინასტია".

19:00 საათზე დაიწყება საქველმოქმედო საიუბილეო კონცერტი ბესო კალანდაძე და მეგობრები ( უჩა კორძაია, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე, ზურაბ დოიჯაშვილი და სხვა) - მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი.

აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა.  რომლის განსახორცილებლად  მერია 3 000  ლარს დახარჯავს.

Print