ანონსი
ქუთაისში ჟურნალისტ სალომე ასათიანთან შეხვედრა გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლა ჟურნალისტ სალომე ასათიანს უმასპინძლებს.

საუბრის თემა მედიის საკითხები იქნება.

"თემა შეირჩა სალომე ასათიანის პროფესიიდან გამომდინარე. სალომე ერთ-ერთი ჟურნალისტია ბოლო პერიოდის მანძილზე, რომლის გადაცემასაც ეტყობა, რომ ჟურნალისტი ფიქრობს თემაზე, ამზადებს და სვამს საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს ", - აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.

შეხვედრა 14 თებერვალს მოეწყობა. დასაწყისი 16 საათზე.

დასწრება თავისუფალია. 

Print