ანონსი
ქუთაისში ბესიკ კალანდაძის კონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო-საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

"ბესიკ კალანდაძე და მეგობრები" - ამ სახელწოდების საღამო 8 თებერვალს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბესიკ კალანდაძე, უჩა კორძაია, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე და სხვები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია.

კონცერტიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებული რამდენიმე ბავშვის მკურნალობას მოხმარდება.

კონცერტი 17 საათზე დაიწყება.

Print