ანონსი
ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში - ქუთაისში პედაგოგთა კონფერენცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისში პედაგოგთა მე-2 სამეცნიერო კონფერენცია იგეგმება, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. 

კონფერენციის თემაა "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში" და მაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის ისტორიის მასწავლებლებს.

კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 6-7თებერვალს, 15:00 საათზე, აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, სამი საუკეთესო თემის ავტორს კი - ფულადი პრემია, თითოეულს 400 ლარის ოდენობით.

მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართება გელათის აკადემიის შენობაში 8 თებერვალს.

პროექტის ორგანზიატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილება.

Print