ანონსი
"ორნი საქანელაზე" - 1 თებერვალს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება
FaceBook
ქუთაისში მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

წარმოდგენილი იქნება უილიამ გიბსონის "ორნი საქანელაზე".

სპექტაკლს ახალგაზრდა რეჟისორი ინგა აბულაძე-ასათიანი განახორციელებს, მხატვარი კი თეო კუხიანიძე გახლავთ.

წარმოდგენაში მთავარ როლებს მსახიობები, რეზი ქაროსანიძე და თამთა გაბუნია ასრულებენ.

"ორნი საქანელაზე" მელოდრამაა და ერთმოქმედებიანი სპექტაკლია.

პრემიერა მიმდინარე წლის 1 თებერვალს 17 საათზე გაიმართება.
Print