ანონსი
20-21 იანვარს მესხიშვილის თეატრში მიუზიკლი "პიგმალიონი" გაიმართება
FaceBook
20 და 21 იანვარს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ქუთაისელ მაყურებელს, ნობელის პრემიის ლაურეატის, ბერნარდ შოს "პიგმალიონი“ ელის.

ინგლისურენოვანი ფერადი და მხიარული მიუზიკლი, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა და მისი პირველი, წარმატებული პრემიერა ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საიუბილეო დღეებს მიეძღვნა. სპექტაკლს უელსის პარლამენტის თავმჯდომარე დამა როზმარ ბატლერმა და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ,,მსოფლიო პრემიერა“ უწოდეს.

,,პიგმალიონის“ პოპულარობა, ამ პიესის არაჩვეულებრივმა ეკრანიზაციამაც განაპირობა ფილმით ,,ჩემი მშვენიერი ლედი“, სადაც მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებს. ,,პიგმალიონის“ მუსიკალურმა კინოადაპტაციამ ,,ოსკარი“ 7 ნომინაციაში მიიღო და დღემდე აქტუალურია.

მესხიშვილის თეატრში ეს პროექტი, ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის და ქუთაისის მერიის მხარდაჭრით განხორციელდა.

დასაწყისი 18 საათზე.

Print