ანონსი
ქუთაისის ოპერის თეატრში საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე წლის 13 იანვარს ტრადიციული საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ასევე დასავლეთ ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო შემსრულებლები რამაზ კუბლაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, კალისტრატე ხარჩილავა და სხვები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი (დირიჟორები რევაზ ჯავახიშვილი და ლევან ჯაგაევი).

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.

მასზე დასწრება თავისუფალია.

საახალწლო გალა კონცერტებს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა, რომელიც ყოველი წლის 13 იანვარს მოეწყობა.

Print