ანონსი
ქუთაისის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
FaceBook
"ჭრიჭინა და ჭიანჭველა" - ამ სახელწოდების თოჯინურ სპექტაკლს ქუთაისელი მაყურებელი მალე იხილავს. 

ქუთაისის თოჯინების თეატრი დეკემბრის თვეში მაყურებელს პრემიერას სთავაზობს. სპექტაკლს "ჭრიჭინა და ჭიანჭველა" ბათუმელი რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე დადგამს. სპექტაკლი ცნობილი იგავის თეატრალურ ვერსის წარმოადგენს, ინსცენირების ავტორი ნინო ანთიძეა.

პრემიერა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში თვის ბოლოს გაიმართება.

Print