ახალი ამბები
"ძაღლებს მემორიალურ დაფას უკეთებენ?" - დეპუტატი ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიამ ააიპ "სპეციალურ სერვისებს", რომელიც ძაღლების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი 6565.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა.

ეს საკითხი ქუთაისის საკრებულომ მიმდინარე წლის 25 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

გადაწყვეტილებამ პარტია "რესპუბლიკელების" ყოფილი წევრის, ნატო ქათამაძის უკამყოფილება გამოიწვია.

"რად უნდათ ამდენი ფართი. ძაღლებს მემორიალურ დაფას უკეთებენ თუ, რა უბედურებაა," - განაცხადა ნატო ქათამაძემ საკრებულოს სხდომაზე.

დეპუტატის უკმაყოფილებას ქუთაისის მერმა უპასუხა.

"კავკასიური ჯიშის ნაგაზის ინტერესია, აბა სხვა რა ინტერესი უნდა იყოს," - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქალაქის მერის განმარტებით, ადრე ძაღლების დამარხვა ნაგავსაყრელზე ხდებოდა, რაც კანონდარღვევა იყო. მისივე თქმით, ააიპ "სპეციალური სევისებისთვის" მიწის გადაცემა სწორედ ამ მიზნით მოხდა. 

ორგანიზაციას ქუთაისში, ავტომშენებლის #49-ში არსებული ტერიტორია გადაეცა.  



Print