ანონსი
ქუთაისში გალაკტიონის პოეზიის მიხედვით შექმნილი საბალეტო სპექტაკლი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრი საბალეტო სპექტაკლს უმასპინძლებს.

წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" სპექტაკლი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე "დოვინ - დოვენ - დოვლი..."

სპექტაკლი გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.

წარმოდგენის დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა.

პექტაკლი 17 ნოემბერს, 19 :00 სთ-ზე გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური არიან.


Print