ანონსი
მესხიშვილის თეატრში მსახიობ თენგიზ ჯავახაძის იუბილე აღინიშნება
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მსახიობ თენგიზ ჯავახაძის საიუბილეო საღამო გაიმართება.

მას სამოცი წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიებით მიულოცავენ. მანამდე თეატრში წარმოდგენილი იქნება გოგა თავაძის სპექტაკლი Perpetuum Mobile, სადაც ერთ–ერთ მთავარ როლს თენგიზ ჯავახაძე ასრულებს.

"არ არსებობს დიდი და პატარა როლები. რაც მეტად პროფესიონალია მსახიობი, მით უფრო მაღალია მისი პასუხისმგებლობა ნებისმიერ როლზე,"- აღნიშნავს თენგიზ ჯავახაძე.

მსახიობი მესხიშვილის თეატრის სცენაზე გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან დგას. მას თეატრსა და კინოში სამოცამდე როლი აქვს განსახიერებული.



Print