ანონსი
ხვალ ქუთაისში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის თემაზე ვორქშოპი გაიმართება
FaceBook
ხვალ, სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის" ოფისში ვორქშოპი, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის თემაზე შედგება.

კონფლიქტისა და ნდობის აღდგენის თემით დაინტერსებულ მსურველებს შეხვედრაზე დარეგისტრირება შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.
აპლიკაციის შევსების ბოლო თარიღი მიმდინარე წლის 5 ნოემბერია, 20:00 საათი. სულ 15 მონაწილეს აირჩევენ. ასაკი შეზღუდული არ არის.

"პირველი ვორქშოპი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მე ყველაზე კარგად ვიცი რა ხდება აფხაზეთში. ეს ვორქშოპი კიდევ უფრო მეტი ინფრომაციის მომცემი აღმოჩნდა. მათ კი, ვისაც არ გაქვთ შეხება აფხაზეთთან და გინდათ უფრო მეტი გაიგოთ, მაშინ გირჩევთ მოხვიდეთ",–ამბობს ციცი ძაძუა.

ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები ქართველ, აფხაზ და ოს წარმომადგენელთა ბიოგრაფიულ ინტერვიუებს გაეცნობიან და განიხილავენ.

ვორქშოპი პროექტ "ისტორიაზე დიალოგით მომავალ თანამშრომლობამდე"–ს ფარგლებში იმართება. იგი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ბერგჰოფის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. ბერგჰოფის ფონდი აღნიშნულ ვორქშოპს 2 წელია ატარებს. მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 90–ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შეხვედრა, ვ.კუპრაძის #7–ში 14 საათზე დაიწყება.



Print