ანონსი
EMC ქუთაისში ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მოაწყობს
FaceBook
მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება.

მისი ორგანიზატორი "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია“ (EMC).

დემონსტრირებული ფილმებისა და შემდგომ დისკუსიის თემას "იმერეთი, საქართველოს ყველაზე დიდი ინდუსტრიული რეგიონი" წარმოადგენს.

ფილმები "ქალაქი, რომელმაც გაბედა გაფიცვა" (რეჟისორი ბექა წიქარიშვილი) და "ჭიათურა 187 კმ." (რეჟისორი ანა ციმინტია) იმერეთის ორი მსხვილი ინდუსტრიული ქალაქის, ტყიბულისა და ჭიათურის სოციალურ თუ შრომით გარემოს ასახავს, სხვადასხვა პერსპექტივითა და აქცენტებით.

ფილმის ჩვენების დასასრულს (EMC)-ის წარმომადგენელი, ლელა გვიშიანი მოხსენებას თემაზე "საქართველოს ინდუსტრიულ ზონებში არსებული შრომითი პირობები და გარემოებები" წაიკითხავს. იგი ჭიათურის, ტყიბულის, ზესტაფონისა და კაზრეთის მაგალითზე, ისაუბრებს შრომითი ექსპლუატაციის სპეციფიკურ პრაქტიკებზე, რასაც უკვე წლებია ადგილი აქვს ამ ადგილებში.

შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.



Print