ანონსი
წყალტუბოს გამგეობა ფოტოკონკურსს აცხადებს
FaceBook
წყალტუბოს გამგეობა ფოტოკონკურსს "შემოდგომის წყალტუბო" აცხადებს.

იგი სახალხო დღესასწაულის "შემოდგომის წყალტუბო" ფარგლებში მოეწყობა. კონურსი წყალტუბოს გამგეობის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.

პირობების თანახმად, ფოტოკონურსში მონაწილეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია.

მსურვლებმა მიმიდნარე 5 ნოემბრამდე A4 ფორმატის ერთი, ორი, ან სამი თემატური ფოტოსურათი წარმოადგინონ.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი 2016 წლის 30 ნოემბერამდე წყალტუბოს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მიიღება.

ფოტოკონკურსს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებული, რომელიც ფოტოაპარატით დაჯილდოვდება, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამოვლინდება.



Print