ანონსი
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს -  ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი".

კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება და მიზნად ისახავს ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნას, ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენას.

კონკურსის თემატიკა იგივე რჩება: შემოდგომა, გიორგობისთვე. მასში მონაწილეობა მონაწილეობა შეუძლია ყველა ასაკის ავტორს.

როგორც ბობლიოთეკაში აზუსტებენ კონკურსის პირობებს და აცხადებენ, რომ კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური და გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა; ჩანახატი და მინიატურა - 150 სიტყვა). ფორმატი შეზღუდული არ არის.

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოაგზავნონ 2016 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

გამარჯვებული გამოვლინდება 25 ნოემბერს. საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომით, სპეციალური პრიზით და მიენიჭება "ჭადრის ოქროსფერი ფოთლის" ლაურეატის ტიტული. კონკურსის კიდევ 2 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საუკეთესო პოეტური ნაწარმოებების პატარა წიგნად გამოცემას.

Print