ანონსი
„სხვისი სახლი“ - ფილმის პრემიერა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება.

რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის "სხვისი სახლი" ჩვენება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოეწყობა. პრემეირას თავად რეჟისორი დაესწრება. "ეს პრაქტიკულად საპრემიერო ჩვენება იქნება, რადგან ფართო მაყურებელს საქართველოში რუსუდან გლურჯიძის ფილმი ჯერ არ უნახავს", აცხადებენ ჩვენების ორგანზიატორები.

ფილმი ბევრისთვის მტკივნეულ თემას - 1990-იანი წლების საქართველოს და აფხაზეთის ომს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

რუსუდან გლურჯიძის ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული სურათია.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად დასახელდა საკონკურსო პროგრამაშიEast of the West. "სხვისი სახლი" აგრეთვე საქართველოს სახელით ოფიციალურად წარდგენილია ოსკარის სელექციაზე ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".

"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

„სხვისი სახლის“ პრემიერა 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ჩვენების ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა.

Print