ანონსი
Perpentuum Mobile - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
მიმდინარე წლის 11-12 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლს Perpentuum Mobile (მატვეი ვიშნეკის პიესის "რა ვუყოთ ამ ვიოლინოს" მიხედვით) რეჟისორი გიორგი თავაძე განახორციელებს.

ის ამავე დროს, წარმოდგენის სცენოგრაფი, კოსტიუმების მხარტვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მასში მესხიშილის თეატრის მსახიობები მარიკა სამანიშვილი, გიორგი შალამბერიძე, თენგიზ ჯავახაძე და გიორგი ქართველიშვილი მონაწილეობენ.

პრემიერა 11-12 ოქტომბერს 19 საათზე დაიწყება.

Print