ანონსი
ქუთაისში კენიაში მოკლული 148 სტუდენტის ხსოვნის აქცია გაიმართება
FaceBook
8 აპრილს 18:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქცია კენიაში მოკლული 148 სტუდენტის ხსოვნას მიეძღვნება.
2015 წლის 2 აპრილს, კენიისა და სომალის საზღვარზე მდებარე გარისას უნივერსიტეტში ტერორისტული დაჯგუფება "ალ შაბაბის" წევრები შეიჭრნენ და 148 სტუდენტი დახოცეს , 60-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა.
"აშ-შაბაბს" უწოდებენ "ისლამის სასამართლოთა კავშირის" მემკვიდრეს, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს შარიათის კანონების მიხედვით მცხოვრები საზოგადოების შექმნას და ამ მიზნის მიღწევას ჯიჰადის გზით გეგმავს.
აქციას ორგანიზებას უწევს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე. 

Print