ანონსი
ჟამსა თამაშობისასა - ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ცირა ყურაშვილის ახალი წიგნის "ჟამსა თამაშობისასა" წარდგინება გაიმართება.

ნოველების კრებულში სხვადასხვა დროს დაწერილმა ტექსტებმა მოიყარეს თავი.

"აზროვნების სიღრმე, ხედვის მოულოდნელი კუთხეები, ოსტატურად დაუფლებული ენა – ეს არასრული ჩამონათვალი იმ აქცენტებისა, რაც ცირა ყურაშვილის ნოველებს გამოარჩევს. ეს რჩეულობა, გნებავთ – უკიდურესი ინდივიდუალიზმი, თვითმყოფადობა, აქცევს მას ყოველთვის საინტერესო, ყურადღებამისაქცევ ავტორად", - ასე აფასებენ ნოველათა კრებულს სპეციალისტები.

პრეზენტაცია 2016 წლის 28 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

Print