ახალი ამბები
ქუთაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ეწვევა
FaceBook
დღეს ქუთაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწვევა. იგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სამი სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობის საძირკველში, სიმბოლურ კაფსულას ჩაუშვებს.

სლოვაკური კომპანია Autokomodex Trnava spol.sro ქუთაისში სამი საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობას იწყებს.

ერთ–ერთი მათგანი შერვაშიძის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, რომლის მშენებელობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. 
ქუთაისის გარდა საფეხბურთო და სარაგბო სტადიონები თბილისსა და რუსთავშიც აშენდება.

პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროს შეადგენს.

2017 წელს საქართველოში რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული და ევროპის 19-წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება.


Print