ანონსი
ქუთაისში ჯგუფი "13" კონცერტს გამართავს
FaceBook
ქუთაისში "ზაფხული საღამოების" ფარგლებში მორიგი კონცერტი ჩატარდება.

ადგილობრივი ჯგუფი "13" კონცერტს ქალაქის ერთ- ერთ უბანში ე.წ. ზასტავაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს.

კონცერტი 2016 წლის 26 სექტემბერს 18 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

პროექტის ფარგლებში კონცერტები, ადგილობრივი ჯგუფების თუ მოწვეული მუსიკოსების შესრულებით, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაიმართა.

ღონისძიების მსვლელობისას ბავშვებისთვის უფასო გასართობი ატრაქციონები მოეწყობა.

"ზაფხულის საღამოებს" რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება დაასრულებს, რომელიც "მონპლეზირის" მიმდებარე ტერიტორიაზე 2016 წლის 5-6–7-8-9 ოქტომბერს 21:00 საათზე გაიმართება.

Print