ანონსი
"მოიზღვავე წიგნები" - აქცია ქუთაისში
FaceBook
2016 წლის 28-29 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა "მოიზღვავე წიგნები" გაიმართება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 8 გამომცემლობის წიგნები, რომლებიც 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, კომპანია "ირიათონი" სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებაში აქციებს პერიოდულად აწყობს, რაც წიგნების გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული ფასდაკლებით გულისხმობს.

მსგავსი აქცია უკვე გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდში.

გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

Print