ანონსი
25 სექტემბერს წყვილთა რბოლაში იმერეთის თასის გათამაშება ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში, 25 სექტემბერს, წყვილთა რბოლაში იმერეთის თასის გათამაშების მე–5-ე ეტაპი ჩატარდება.
ღონისძიება ე.წ. "სტეკლოტარის" ხიდის ქვეშ გაიმართება.

რბოლაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 9 საათზე დაიწყება, შეჯიბრი კი სტარტს 11:00 საათზე აიღებს.

"აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება ჩვენი გარდაცვლილი მრბოლელი მეგობრის, ბესო ირემაძის ხსოვნას. "კლუბის პრეზიდენტის" ნიკო სვანიძის გადაწყვეტილებით, სწორედ მისი სახელობის თასი გადაეცემა გამარჯვებულს", - განმარტავენ ორგანიზატორები.

თასები, მედლები, საწვავის ტალონები, სასაჩუქრე ვაუჩერები, ერთ წლის მანძილზე ულიმიტოდ გამოყენების სხვადასხვა ფასდაკლების ბარათი - ეს იმ პრიზების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც რბოლაში გამარჯვებული წყვილები მიიღებენ.


Print