ანონსი
Lost in Music ქუთაისში კონცერტს გამართავს
FaceBook
მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ქუთაისში პროექტის "ზაფხულის საღამოები" ფარგლებში კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური ჯგუფი  „Lost in Music" ქუთაისელი მსმენელებისთვის ქალაქის გარეუბანში, კარძოდ გრ. აბაშიძისა და გ. ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე (ე.წ. "პლაშადკა") დაუკრავს.

კონცერტი 19 საათზე დაიწყება.

ბავშვებისთვის კვლავ იმუშავებს უფასო ატრაქციონები.

ზაფხულის საღამოები ქუთაისში კინოჩვენებებს, როკ-კონცერტებს და ცნობილ კომპოზიტორებთან შეხვედრებს დაეთმო.

"ზაფხულის საღამოების" ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია 14 455 ლარამდე თანხას ხარჯავს.

Print