ანონსი
ქუთაისში მაია ბარათაშვილის, ზაზა მარჯანიშვილისა და ზაზა მიმინოშვილის კონცერტი გაიმართება
FaceBook
14 სექტემბერს მესხიშვილის თეატრი ცნობილ მუსიკოსებს უმასპინძლებს.
თეატრის დიდ დარბაზში მაია ბარათაშვილის, ზაზა მარჯანიშვილისა და ზაზა მიმინოშვილის კონცერტი გაიმართება.
მუსიკოსები ახალ მუსიკალურ პროექტს წარმოადგენენ.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია11 სექტემბერს თბილისში შედგა.

როგორც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში აღნიშნავენ კონცერტზე დასწრება მოსაწვევებით ხდება. მსურველებს მოსაწვევების მიღება კულტურის განყოფილებასა და მესხიშვილის თეატრის სალაროში შეეძლებათ.

Print