ანონსი
ფერების ფესტივალი ქუთაისში
FaceBook
2016 წლის 10 სექტემბერს ქუთაისში ფერების ფესტივალი COLOR FEST მოეწყობა.

ღონისძიება ქალაქის ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართება. საღამოს ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფია.

მათი განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობას ახალგაზრდა მუსიკალურ შემსრულებლებს და ბენდები მიიღებენ, რისთვისაც მათ სპეციალური ბლანკი უნდა შეავსონ.

ღონისძიება მერიის მხარდაჭერით ეწყობა, რომელიც ფესტივალს სცენითა და აპარატურით აღჭურავს.

1 პაკეტი ფერადი ფხვნილის ღირებულება 3 ლარი იქნება.

ფესტივალი 16 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

Print