ანონსი
ქუთაისში ვაჟა მანიას, სალომე ბაკურაძისა და სხვათა მონაწილეობით კონცერტები გაიმართება
FaceBook
ქუთაისში 29 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით კონცერტები გაიმართება.

კონცერტები ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში მოეწყობა. როგორც ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ წელს, ქუთაისელებს სრულიად განსხვავებული ივენთები ელით, თუ აქამდე ყველა ღონისძიება ქალაქის ცენტრში იყო თავმოყრილი, წელს ზაფხულის საღამოების გეოგრაფია ფართოვდება და ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს:

29 აგვისტო - ვაჟა მანია და ბენდი "მუზეუმი" - ნიკეას ქუჩა
5 სექტემბერი - სალომე ბაკურაძე და ბენდი "ქართული ეფექტი"- მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი
12 სექტემბერი - ბენდი ""New Face" - ავტოქარხნის დასახლება
19 სექტემბერი - ბენდი ""Lost in Music"- კუპრაძის კუჩა
26 სექტემბერი - ბენდი "13" - კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორია.

კონცერტების დასაწყისი 19:00 საათი.

Print