ანონსი
განათლების მინისტრი ქუთაისში ზურაბ ჟვანიას ადმინისტრირების სკოლას ეწვევა
FaceBook
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2016 წლის 26 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის ადმინისტრაციასა და რეგიონული სასწავლო ცენტრების ადმინისტრატორებს შეხვდება.

ის ასევე, სახელმწიფო ადმინისტრირების დაწესებულების ინფრასტრუქტურას გაეცნობა.

გაიმართება პრეზენტაცია სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებაც.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია გაიმართება, შეაჯამებენ სკოლის მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და ასევე, სკოლის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ჯეჯელავა მედიასთან კომენტარებს გააკეთებს.

ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. დაწესებულებაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორ პროგრამაში "საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება" და "სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა" ხორციელდება.




Print