ანონსი
ანიტა რაჭველიშვილი ქუთაისში კონცერტს გამართავს
FaceBook
მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ქუთაისში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერად იმღერებს.

კონცერტი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

ქუთაისელი მსმენელების წინაშე ანიტა რაჭველიშვილთან ერთად პიანისტი დავით ალადაშვილი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი და Georgian Strings გამოვლენ.

ღონისძიების ორგანიზატორი ააიპ "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოებაა", რომელიც სპეციალურ ამ მიზნისთვის შეიქმნა.

ცნობილი მუსიკოსების ინიციატივითა და მონაწილეობით ორგანიზაცია 2016 წლის აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში საქართველოში რეგიონული ტურნეს ჩატარებას გეგმავს.

მისი მიზანი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც უნიკალური და უმნიშვნელოვანესი დაწესებულების პოპულარიზაციაა, სადაც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის საგანძური ინახება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღინისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ვიდეორგოლი ცენტრში დაცული სხვადასხვა ეპოქის უნიკალური ხელნაწერების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, შეყვარებას, დაფასებასა და ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.

მუსიკალური ტურნე ფესტივალის სახეს მიიღებს და ტრადიციად იქცევა.

Print