ანონსი
"ტორპედომ" განახლებული გუნდი წარადგინა
FaceBook
"ტორპედომ" ახალი საფეხბურთო სეზონის წინ, განახლებული გუნდი წარადგინა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის კობა ჟორჟიკაშვილის თქმით, "ტორპედო" სეზონს 8 ახალი ფეხბურთელით დაიწყებს. მათ შორის ერთი ჰოლანდიელი და 7 ქართველი მოთამაშე იქნება.

ესენი არიან:

# 14 ჰოლანდიელი იურგენ რომანო კოლინი
# 5 გუგა ფალავანდიშვილი
# 27 გიორგი გურული
# 11 ავთო ენდელაძე
# 22 გრიგოლ დოლიძე
# 77 ალექსი ბენაშვილი
# 20 ცოტნე მესხი
# 49 მამუკა ქვილითაია

ახალწვეულებს ნომრიანი სათამაშო მაისურები უკვე გადაეცათ.

ახალი საფეხბურთო სეზონი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს იწყება.

28-ე, გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო ტურში ქუთაისის "ტორპედო" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს.

"ტორპედოს" ახალი ინვესტორი ჰყავს.   კლუბის განვითარებაში ფულს,  მისი  ახლადდანიშნული პრეზიდენტი,  ზაალ ჩაჩავა ჩადებს.
Print