ანონსი
მესხიშვილის თეატრი სეზონს პრემიერით დახურავს
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება ნიკოლაი გოგოლის "რევიზორი" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით. თეატრი სეზონს "რევიზორით" დახურავს.

თეატრში აღნიშნავენ, რომ სიხარულიძის სპექტაკლი ყველა სხვა "რევიზორისგან" განსხვავებული იქნება.

"თამამი და ძალიან ახლებური გადაწყვეტილებაა. პიესის ასეთი კუთხით დანახვა, ვერც კი წარმომედგინა. გოგოლის ამ პიესის დადგმები რაც კი მინახავს, ყველა არის ტრადიციული მიდგომით გაკეთებული. აქ კი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა, რომელიც მოერგო ჩვენს რეალობას," - აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი.

კონკრეტულად რა განსხვავებას გულისხმობს გოგოლის პიესის ეს დადგმა, თეატრში არ აზუსტებენ და ინტრიგად ტოვებენ.

თეატრში "რევიზორის" პრემიერის  წარმოდგენის ზუსტ თარიღს ჯერ ვერ ასახელებენ.
Print