ანონსი
ქუთაისში ერთი თვის განმავლობაში "ზაფხულის საღამოები" გაიმართება
FaceBook
ზაფხულის საღამოები ქუთაისში კინოჩვენებებს, როკ - კონცერტებს და ცნობილ კომპოზიტორებთან  შეხვედრებს დაეთმობა.

"ზაფხულის საღამოების" ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 14 455 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, "ზაფხულის საღამოები" ღონისძიებათა ციკლს მოიცავს.

"ზაფხულის საღამოები" ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით მოეწყობა და კონცერტით გაიხსნება.

იგი ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება და პროექტის ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები, როკ - კონცერტები და ცნობილი კომპოზიტორების საღამოები ჩატარდება.

ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 11; 16; 21 აგვისტოს 19:00 საათზე 4 ქუთაისური ბენდის:
Lost in Music; Museum; Newface, „13" -ს კონცერტები მოეწყობა.

23 აგვისტოს 18:00 საათზე მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამოს დაეთმობა.

3 სექტემბერს 18:00 საათზე კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის და მომღერალ რატი დურგლიშვილის საღამო გაიმართება, რომელსაც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

საღამოებს რეზო ჩხეიძის ფილმების ჩვენება დაასრულებს, რომელიც "მონპლეზირის" მიმდებარე ტერიტორიაზე 5-6–7-8-9 სექტემბერს 21:00 საათზე გაიმართება.


Print