ანონსი
ქუთაისში რობი კუხიანიძისა და ჯგუფი "ფრანის" კონცერტი გაიმართება
FaceBook

პროექტის "Check In Georgia" ფარგლებში ქუთაისში მორიგი კონცერტი ჩატარდება.


მასში მონაწილეობას მუსიკოსი რობი კუხიანიძე და ჯგუფი "ფრანი" მიიღებენ.

კონცერტი მიმდინარე წლის 9 ივლის, რეაბილიტირებულ უნაბში (ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორია)  გაიმართება.  ღონისძიების დასაწყისია 20  საათი. 

"Check in Georgia" ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბევრი კულტურული ღონისძიების გამართვას გულისხმობს.

ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართა.

ამავე პროგრამით, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფების Loudspeakers -ისა და REGGAEON-ის კონცერტი ჩატარდა.




 

Print