ანონსი
სოციალური მეწარმეობის პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
პროექტის ფარგლებში, სოციალური საწარმოს შესაქმნელად საგრანტო კონკურსი გამოცხადდება

ქუთაისში სოციალური მეწარმეობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე, "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა", "ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ერთად, პროექტის დეტალებზე ისაუბრა.

სოცილური მეწარმეობის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური პროექტის ფარგლებში, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი პოტენციური სოციალური მეწარმეებისთვის. სოციალური საწარმოს კარგი ბიზნესიდეა კი კონკრეტული თანხით დაფინანსდება.

ერთი  სოცილური საწარმოსთვის მაქსიმუმ  8000 ევროა გათვალისწინებული.

ისინი კი, ვისაც უკვე აქვს სოციალური საწარმო, პროექტის ფარგლებში მიიღებენ მაღალკვალიფიციურ ექსპერტულ მომსახურებას.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით 14 ახალი საწარმოს შექმნა და სოციალური საწარმოს 45 ბიზნესიდეა. ასევე, 96 პოტენციური მეწარმე გაივლის ტრენინგკურსს საწარმოების ინიცირებისა და მართვის შესახებ.

პროექტი "სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 
Print