ანონსი
20 აპრილს "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება
FaceBook
"გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა" და "კეთილმოეწყოს სკვერი" – ეს არის მთავარი მესიჯები აქციის, რომელიც 20 აპრილს, 13 საათზე ქუთაიში, "ოქროს ჩარდახის" უკან მდებარე სკვერში გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები "ოქროს ჩარდახთან" კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვენ. 

"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ("ოქროს ჩარდახი") მშენებლობა არ შეიძლება;  სკვერს უნდა ჰქონდეს სკვერის სახე და სკვერში არ უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები; მშენებლობები კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს," - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

სკვერში  "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ 10 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. 

"ევროპა ჩვენი სახლია";
"საზოგადოების უფლებები";
"ლიბერალური კლუბი";
უნივერსიტეტი "ლამპარი";
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი;
"ეკოლოგიის მცველები";
"უფლებებისთვისა და განათლებისთვის";
"ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი";
იმერეთის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი;
; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი".

"დღემდე ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიზნის მიღწევისთვის შემდეგი ქმედებები განახორციელეს: ქუთაისის მერისთვის განცხადების გაგზავნა; მასმედიისთვის ბრიფინგი; მანიფესტის გამოქვეყნება (ხელმომწერთა რაოდენობა შეადგინა 542–ს); საჯარო ინფორმაციების გამოთხოვა არსებული ტერიტორიის სტატუსის დასადგენად;

ამ დრომდე თემაზე ადეკვატური და მიზანზე ორიენტირებული კონკრეტული რეაგირება თვითმმართველობის მხრიდან არ დაფიქსირებულა," - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს

Print