ანონსი
ჭოგნარის მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მოწყობას გააპროტესტებენ
FaceBook
ადგილობრივები ნაგავსაყრელის სოფლიდან ორი კილომეტრით გადატანას მოითხოვენ

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა, ჭოგნარი-გოდოგანის გზაზე დაწყებულ ნაგავსაყრელის მშენებლობას გააპროტესტებს. ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციას ხვალ გამართავს.

ადგილობრივი მცხოვრებლები, საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო სექტორთან ერთად, ნაგავსაყრელის სოფლიდან ორი კილომეტრით გადატანას მოითხოვენ.

აქციაზე დაგეგმლია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჩასვლაც. ადგილობრივთა ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრას, ასევე გეგმავს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", რომელიც ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობით სამუშაოებს ახორციელებს.

ჭოგნარის მოსახლეობამ, სოფელთან ახლოს, ნაგავსაყრელის მშენებლობა რამდენჯერმე გააპროტესტა. საპროტესტო აქცია სოფლის მცხოვრებლებმა ქუთაისის მერიასთანაც გამართეს და კომპანიის წარმომადგენლებსაც რამდენჯერმე შეხვდნენ.

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად ძლიერი ქარია, რაც სოფლის მასშტაბით ნარჩენების გაფანტვას გამოიწვევს, მით უფრო, რომ კომპანია ნარჩენების დახურული წესით გადამუშავების ტექნოლოგიის დანერგვას არ აპირებს და ადგილზე მიტანილი ნარჩენები 25 მეტრის სიღრმის ორმოებში უნდა განთავსდეს. ნარჩენების ამ მეთოდით დახარისხება კი, მოსახლეობის თქმით, ნიადაგისა და სოფლის წყაროების დაბინძურებას გამოიწვევს.

Print