ანონსი
ქალთა ისტორიის თვე - ქუთაისში მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება
FaceBook
ქალთა ისოტრიის თვის აღნიშვნის მიზანია ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება.



ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება.

ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

22 მარტს,  15 საათზე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მოწვევით მწერალი თამთა მელაშვილი წაიკითხავს ლექციას საქართველოში ქალთა ისტორიის წერის შესახებ, საარქივო მუშაობაზე და მასალებზე დაყრდნობით. იგი ისაუბრებს სამი ქალის ისტორიაზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ნინო ტყეშელაშვილსა და ლიდია მეგრელიძეზე.



36 წლის მწერალი, თამთა მელაშვილი არის ავტორი წიგნებისა: „გათვლა“ და „აღმოსავლეთით.“ მან გენდერის მაგისტრის ხარისხი მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (2008) და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ფაკულტეტზე ასწავლის კურსს: „ქალთა ისტორიის შექმნა: თეორიები, მეთოდოლოგიები, არქივები.“
Print