ანონსი
ჟვანიას სახელობის სკოლაში ესტონეთის ელჩის- პრიიტ ტურკის საჯარო ლექცია გაიმართება
FaceBook
ლექციის თემაა ,,საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია".

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - პრიიტ ტურკი, შეხვედრას გამართავს სკოლის მსმენელებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

ლექცია დაგეგმილია 13 საათზე. ლექციის თემაა ,,საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომელსაც აუდიტორიისთვის ესტონეთის ელჩი საქართველოში - პრიიტ ტურკი წაიკითხავს.

შეხვედრა, 2016 წლის 21 მარტს, ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის"" ორგანიზებით იმართება.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლა 2016 წლის პირველი
ნაკადისთვის 15 მარტს განახლდა. საჯარო მოსამსახურეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან (მარნეული , წალკა, ლაგოდეხი, გარდაბანი, საგარეჯო, ნინოწმინდა, ცაგერი, ამროლაური, ხარაგაული, ყაზბეგი, დუშეთი, შუახევი) გადამზადებას საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივ კურსებზე გადიან.


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.
სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა და საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება.

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.





Print