ანონსი
შემოგვიერთდი და გააპროტესტე - ქუთაისში აქციას აანონსებენ
FaceBook
აქცია" შაბათს, 19 მარტს, 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

"ეს შენ გეხება" - ს კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ ქუთაისში აქციია მოეწყობა.

აქციის წევრები ქუთაისში  ფარულ თვალთვალს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან გააპროტესტებენ.


არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლების თქმით, აქციაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

"ვთვლით რომ აქციას უნდა შემოუერთდეს ყველა ის ადამიანი ვისთვისაც სულერთი არ არის ის რაც ბოლო დღეებში ქვეყანაში ხდება, ფარულ თვალთვალთან და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მიზანია გავაპროტესტოთ აღნიშნული და ღიად დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ ეს მიუღებელია. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მისი გასაჯაროება წარმოადგენს დანაშაულს, ეს ფაქტი ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული," - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი ზურა ზამბახიძე.

აქცია სლოგანით "შემოგვიერთდი და გააპროტესტე" შაბათს, 19 მარტს, 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, თეთრ სვეტებთან გაიმართება.

საპროტესტო აქცია ქუთაისში თბილისში დაგეგმილი მსვლელობის პარალელურად გაიმართება.

Print