ანონსი
ხვალ ქუთაისში ტყიბულელი მაღალოებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება
FaceBook
27 თებერვალს 12:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) ტყიბულელი მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება - "სოლიდარობა ტყიბულელ მაღაროელების".


აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ სოლიდარულები იყვნენ ტყიბულელ მაღაროელების მიმართ.

"აქციის საშუალებით ერთხმად ვაღიარებთ, რომ მაღაროში მომუშავე ადამიანებს უწევთ გაუსაძლის პირობებში მუშაობა. სამწუხაროდ ტყიბული მთლიანად დამოკიდებული არის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროზე", - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთი ბერძენიშვილი.

15 თებერვალს ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროების მუშათა დიდი ნაწილი, 1500-მდე ადამიანი, გაიფიცა, რადგან ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მათი მოთხოვნები: ხელფასის 40 %-ით გაზრდა და აუტანელი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შახტებში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, რაც გამუდმებით ხდება უბედური შემთხვევების მიზეზი; არასათანადო და უხარისხოა სამუშაო სამოსი და დამცავი საშუალებები; ზეგანაკვეთური და ცვლის სამუშაოებისთვის მუშები მიზერულ ანაზღაურებას იღებენ. ტყიბული მთლიანადაა დამოკიდებული შახტებზე და, რადგან იქ დასაქმების ალტერნატიული წყარო არ არსებობს, ტყიბულელები, ისევე როგორც კაზრეთელები და ბევრი სხვა, იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ მათი სამუშაო ძალის კაბალური პირობებით ექსპლუატაციას კერძო ინვესტორის მხრიდან.



.
Print